Belive

კოსტას სლუკასი ევროლიგის რეკორდსმენი გახდა

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ბერძნული პანათინაიკოსის 35 წლის კალათბურთელი, კოსტას სლუკასი, ევროლიგის ისტორიაში შევიდა - ის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე 10 000-წუთიანი სათამაშო დროს გადააჭარბა.

ბერძენმა მოთამაშემ ამ ნიშნულს პარიზთან მატჩში მიაღწია, სადაც თითქმის 22 წუთი ითამაშა და მისი საერთო ჯამური მაჩვენებელი 10 004 წუთია. ათვლა 2009 წლის 21 ოქტომბერს, ევროლიგაში დებიუტის შემდეგ იწყება და 436 თამაშს ითვლის.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სლუკასის მთლიანი სათამაშო დროისა, ტურნირზე მეტი თამაში სერხიო ლულს აქვს ჩატარებული. მადრიდის რეალის ლეგენდამ 456 თამაში ჩაატარა, მაგრამ მეორე ადგილზეა ჩატარებული წუთების რაოდენობით (9 902).

კოსტას სლუკასს, კარიერის განმავლობაში, 4 ევროლიგა აქვს მოგებული (ოლიმპიაკოსი 2-ჯერ, ფენერბაჰჩე და პანათინაიკოსი). 2024 წელს, სლუკასი, ოთხთაფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სხვა სტატიები