NBA-ში შესრულებული სამმაგი დუბლების რაოდენობით ნიკოლა იოკიჩმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,დენვერ ნაგეთსი'' ,,კლივლენდ კავალიერსთან'' 12-ქულიანი სხვაობით, 112:124 დამარცხდა.
მატჩში სამმაგი დუბლი გაიფორმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც 27 ქულა, 20 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
29 წლის ცენტრს NBA-ში 139 სამმაგი დაუგროვდა, რითაც სერბმა მეჯიქ ჯონსონს გადაუსწრო და ლიგის ისტორიაში შესრულებული სამმაგების რაოდენობით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
ახლა იოკიჩზე მეტი სამმაგი დუბლი მხოლოდ ოსკარ რობერტსონისა (181) და რასელ უესტბრუკის (200) ანგარიშზეა:
რასელ უესტბრუკი - 200 სამმაგი დუბლი
ოსკარ რობერტსონი - 181 სამმაგი დუბლი
ნიკოლა იოკიჩი - 139 სამმაგი დუბლი
მეჯიქ ჯონსონი - 138 სამმაგი დუბლი
ლებრონ ჯეიმსი - 118 სამმაგი დუბლი
ჯეისონ კიდი - 107 სამმაგი დუბლი
ჯეიმს ჰარდენი - 78 სამმაგი დუბლი
უიტ ჩემბერლენი - 78 სამმაგი დუბლი
ლუკა დონჩიჩი - 78 სამმაგი დუბლი
დომანტას საბონისი - 62 სამმაგი დუბლი
Congrats to Nikola Jokić of the @nuggets for moving to 3rd on the all-time TRIPLE-DOUBLES list! pic.twitter.com/2iR8f4GxM6
— NBA (@NBA) December 6, 2024