კარის 42 ქულა | გოლდენ სტეიტმა დენვერი ოვერტაიმში დაამარცხა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში გოლდენ სტეიტ უორიორსმა დენვერ ნაგეთსი ოვერტაიმში, 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 137:131 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 120:120 დასრულდა.
შეხვედრის დასრულებამდე 22 წამით ადრე, დენვერი 3 ქულით იგებდა, თუმცა სტეფ კარიმ ზუსტი სამქულიანით გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.
სტეფის ანგარიშზე დღეს 42 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ნაგეთსის ფორვარდმა, აარონ გორდონმა, რომელმაც 50 ქულა მოაგროვა და კარიერის რეკორდი დაამყარა. გორდონმა 11-დან 10 სამქულიანი ჩააგდო. სამმაგი დუბლი გაიფორმა ნიკოლა იოკიჩმა - 21 ქულა, 13 მოხსნა, 10 ასისტი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
გოლდენ სტეიტი მომავალ მატჩს შაბათს, 25 ოქტომბერს, პორტლენდთან სტუმრად გამართავს, დენვერი კი კვირას ფინიქსს უმასპინძლებს.