All-Star-ში მონაწილე 3 გუნდის შემადგენლობა ცნობილია
დღეს All-Star 2025-ში მონაწილე 3 გუნდის დრაფტი გაიმართა. ყველა ვარსკვლავის მატჩი, რომელიც რიგით 74-ეა, ახალი ფორმატით ჩატარდება - ორი გუნდისა და ერთმატჩიანი დაპირისპირების ნაცვლად, 4-გუნდიანი მინი ტურნირი გაიმართება, სადაც ნახევარფინალები და ფინალი ჩატარდება. 3 თამაშიდან გამარჯვებულები ის გუნდები იქნებიან, რომლებიც 40 ქულას პირველი მოაგროვებენ.
ერთ გუნდს NBA-ის ამომავალი ვარსკვლავები დააკომპლექტებენ, დანარჩენ 3-ში კი ისინი ითამაშებენ, ვინც All-Star-ისთვის პირდაპირი გზით შეირჩნენ.
დრაფტზე შემადგენლობები Inside The NBA-ის წამყვანებმა და გუნდების საპატიო გენერალურმა მენეჯერებმა, შაკილ ო'ნილმა, ჩარლზ ბარკლიმ და კენი სმიტმა შეარჩიეს.
პირველი პიკი შაკს ერგო. ლეგენდარულმა ცენტრმა შანსი გამოიყენა და საკუთარ გუნდში ლებრონ ჯეიმსი აირჩია. კენი სმიტმა მისთვის პირველ ნომრად ენტონი ედვარდსი აიყვანა, ბარკლიმ კი - ნიკოლა იოკიჩი.
შაკის გუნდი:
ლებრონ ჯეიმსი
სტეფ კარი
ენტონი დევისი
ჯეისონ ტეიტუმი
კევინ დურანტი
დემიენ ლილარდი
ჯეიმს ჰარდენი
ჯეილენ ბრაუნი
ბარკლის გუნდი:
ნიკოლა იოკიჩი
იანის ანტეტოკუნმპო
შეი გილჯეს-ალექსანდერი
ვიქტორ ვემბანიამა
პასკალ სიაკამი
ალპერენ შენგუნი
კარლ-ანტონი თაუნსი
დონოვან მიტჩელი
კენის გუნდი:
ენტონი ედვარდსი
ჯეილენ ბრანსონი
ჯარენ ჯექსონი
ჯეილენ უილიამსი
დარიუს გარლენდი
ევან მობი
კეიდ კანინგემი
ტაილერ ჰირო
NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი 16 თებერვალს, სან ფრანცისკოში, Chase Center-ში, გაიმართება.