Belive

NBA-ში ქართველებს სათამაშო დრო საერთოდ აღარ ეძლევათ

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრებში ქართველების გუნდებმა ითამაშეს, მაგრამ არც სანდრო მამუკელაშვილს უთამაშია და არც გოგა ბითაძეს.

"ორლანდო მეჯიქმა" "მინესოტა ტიმბერვულვზი" დაძაბულ ბრძოლაში 108:106 დაამარცხა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა პაოლო ბანკეროს ჰქონდა, 22-22 ქულა დააგროვეს ენტონი ედვარდსმა და რუდი გობერმა, ფრანგ ცენტრს ასევე 16 მოხსნა ჰქონდა და ორმაგი დუბლი მიითვალა. გოგა ბითაძეს პოზიციაზე მოთამაშე გუნდის ძირითადმა ცენტრმა ვენდელ კარტერმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა, მან 18 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

"სან ანტონიო სპურსი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" დაუპირისპირდა, ტეხასური გუნდი მინიმალური სხვაობით 114:113 დამარცხდა.

შეხვედრაში როგორც უკვე გითხარით სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო საერთოდ არ მისცემია.

მატჩში ყველაზე შედეგიანი ზაიონ უილიამსონი იყო 33 ქულით, რომელმაც შეხვედრაში გადამწყვეტი მნიშვნელობის 2 ქულა ჩააგდო და გუნდს მოაგებინა. 28 ქულა ჰქონდა დევინ ვასელს. ვიქტორ ვემბანიამამ 16 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ჯერემი სოჩანსაც ორმაგი დუბლი ჰქონდა 15 ქულა და 16 მოხსნა.

სხვა სტატიები