გოგა ბითაძეს ორმაგამდე 1 ქულა დააკლდა | ორლანდომ იუტასთან წააგო
NBA-ის რეგულარული სეზონის კიდევ ერთ შეხვედრაში, "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ არენაზე "იუტა ჯაზი" მიიღო და 13-ქულიანი სხვაობით, 92:105 დამარცხდა. ორლანდოელებს ამ მატჩში ლიდერები: ბანკერო, საგსი და ძმები ვაგნერები აკლდა.
უკვე დიდი ხანია გოგა ბითაძემ ვენდელ კარტერისგან ძირითადი ცენტრის ადგილი გადაიბარა და ამ შემთხვევაშიც პირველ ხუთეულში ქართველმა დაიწყო. გოგამ თითქმის 29 წუთი ითამაშა და ამ დროში 9 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბითაძემ მეტოქეს 7-დან 3-ჯერ ჩაუგდო საშუალო მანძლიდან, ორჯერ ნასროლი 3-ქულიანიდან კი ერთხელ ზუსტი აღმოჩნდა. მხოლოდ ერთი ქულა და გოგა სეზონში მე-15 ორმაგს მიითვლიდა.
ორლანდო მეხუთე თამაშია რაც წაგება/მოგებას ერთმანეთს უნაცვლებს. ქართველი ცენტრის გუნდს 21 გამარჯვება და 16 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 საუკეთესო გუნდია.