Belive

მამუკელაშვილის 17 წუთი | ტორონტომ საკრამენტოს მოუგო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პრე-სეზონის მე-2 შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა საკრამენტო კინგსი 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 130:122 დაამარცხა.

მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 17 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 3-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

ტორონტოს რიგებში 21 ქულით, 6 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით ბრენდონ ინგრემი გამოირჩა, საკრამენტოს კი 19 ქულით, 4 მოხსნით, 2 დაფარებით, 1 პასითა და 1 ჩაჭრით დომანტას საბონისმა ულიდერა.

რაპტორსი პრე-სეზონის მომავალ შეხვედრას შაბათს, 11 ოქტომბერს, ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები