ლეიკერსმა ზედიზედ მე-8 თამაში მოიგო | მამუკელაშვილმა 4 ქულა ჩააგდო
NBA-ის რეგულარუსი სეზონის მატჩში ფინიქს სანსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლა და 123:131 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ლეიკერსმა ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.
სანდრო მამუკელაშვილს მწვრთნელმა 21 წუთი მისცა - ქართველმა ამ დროში 4 ქულას, 2 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. სამწუხაროდ, 4-ჯერ ისროლა პერიმეტრიდანაც, საიდანაც ზუსტი არცერთი არ აღმოჩნდა. წინა ორი თამაშის ფონზე (სადაც თითოეულში 23 ქულა დააგროვა), ეს შეხვედრა მისთვის მოკრძალებული სტატისტიკით დასრულდა, თუმცა რაც მთავარია, გუნდმა შედეგს მიაღწია.
ლუკა დონჩიჩი ისევ საუკეთესო იყო - სლოვენიელმა ფინიქსს 43 ქულა ჩაუგდო და 9 პასი გააკეთა.
ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზეა - მას და სან ანტონიოს ერთანირი მოგება/წაგების ბალანსი აქვთ: 12/2.