NBA-მა დრეიმონდ გრინს დისკვალიფიკაცია განუსაზღვრელი ვადით მისცა
,,გოლდენ სტეიტ უორიორსის'' ფორვარდი, დრეიმონდ გრინი NBA-სგან განუსაზღვრელი ვადით დაისაჯა.
გრინი გუშინ ,,ფინიქსთან'' შეხვედრაში, ნურკიჩთან ჩხუბის გამო (გრინმა ბოსნიელს მუშტი დაარტყა) გააძევეს, რაც მის კარიერაში უკვე მე-18 შემთხვევაა (ყველაზე მეტი მოქმედ კალათბურთელებს შორის).
,,ლიგას არ სურს, რომ დისკვალიფიკაციის კონკრეტული ვადა დაასახელოს, მაგრამ გრინს მისცემს საჭირო დროს, რათა მისი პრობლემები გადაჭრას,'' - წერს NBA-ის ინსაიდერი - ედრიან ვოინაროვსკი.
Bleacher Report-ის ცნობით, დრეიმონდს უფლება ექნება, რომ დისკვალიფიკაციის პერიოდში გუნდთან ერთად იყოს.
როგორც ESPN-ის ექსპერტი, ბობი მარქსი ამბობს, გრინი თითოეულ გამოტოვებულ მატჩში 153 941 დოლარს დაკარგავს და თუ გამოტოვებული შეხვედრების რაოდენობა ოცს გადასცდება, თანხა 202 922 დოლარამდე გაიზრდება.
გასულ თვეში, NBA-ის 4-გზის ჩემპიონი რუდი გობერთან ჩხუბის გამო, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
Draymond has been ejected after flagrant foul on Nurkić pic.twitter.com/RmrLU5tdw8
— Bleacher Report (@BleacherReport) December 13, 2023