Belive

NBA-მ იოკიჩი, ბატლერი და მორისი დასაჯა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სკანდალური გამოდგა გუშინ NBA-ში გამართული მატჩი, რომელშიც "დენვერმა" "მაიამს" 113:96 სძლია. თამაშის მიწურულს, ერთმანეთს მასპინძელი სერბი ცენტრი - ნიკოლა იოკიჩი და სტუმართა ამერიკელი კალათბურთელი მარკიფ მორისი დაუპირისპირდნენ, რომელიც კინაღამ გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა. იოკიჩი "დენვერის" მორიგ შეტევას იწყებდა, როდესაც მოედნის ცენტრში მორისმა მასზე განზრახ ჯარიმა აიღო. ჯარიმა მცირედით უხეში იყო, თუმცა, არაფერი განსაკუთრებული. მიუხედავად ამისა, ნიკოლა წყობიდან გამოვიდა, მარკიფს ზურგიდან მივარდა და მხრით დაეჯახა. მორისი წამოდგა, თუმცა ტკივილმა კვლავ პარკეტზე დააწვინა და საბოლოოდ იგი პარკეტიდან ექიმების ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ამ ფაქტის შესახებ NBA-მ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: ნიკოლა იოკიჩი დაისაჯა 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით, მორისი 50 ათასი დოლარით, ხოლო ჯიმი ბატლერი, რომელიც ამ დაპირისპირებაში ჩაერთო და ნიკოლა იოკიჩს საჩხუბრად იწვევდა, დააჯარიმეს 30 ათასი დოლარით.  

სხვა სტატიები