ჯეიმსის რეკორდი - All-Star-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია
დღეს All-Star 2024-ის სასტარტო ხუთეულები დაკომპლექტდა. ყველა ვარსკვლავის მატჩი, რომელიც რიგით 73-ეა, კლასიკური ფორმატით ჩატარდება და ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კონფერენციების კალათბურთელები დაუპირისპირდებიან. გარდა ამისა, თითოეული მეოთხედი 12-წუთიანი იქნება (და არა 24-ქულიანი როგორც 2020 წლიდან იყო).
გამოკითხვაში მონაწილეობას გულშემატკივრები, მედიის წარმომადგენლები და NBA-ის მოთამაშეები იღებდნენ.
დასავლეთ კონფერენციას ლებრონ ჯეიმსი უკაპიტნებს, რომელმაც ქომაგებისგან 5 098 872 ხმა მიიღო. სუპერვარსკვლავი All-Star-ში მეოცედ ითამაშებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია - ,,მეფემ'' კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი გააუმჯობესა.
აღმოსავლეთის გუნდის კაპიტანი იანის ანტეტოკუნმპო იქნება (მე-8 All-Star) - ,,მილუოკის'' ლიდერმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი - 5 427 874 ხმით პირველი ადგილი დაიკავა.
დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული:
ლუკა დონჩიჩი (დალასი)
შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა)
კევინ დურანტი (ფინიქსი)
ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)
ნიკოლა იოკიჩი (დენვერი
აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული
ტაირის ჰალიბარტონი (ინდიანა)
დემიენ ლილარდი (მილუოკი)
იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი)
ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი)
ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)
NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი 18 თებერვალს გაიმართება. სათადარიგოთა მოთამაშეებს გუნდების მთავარი მწვრთნელები პირველ თებერვალს დაასახელებენ.