Belive

იოკიჩის გარეშე - სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სვეტისლავ პეშიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში არაა NBA-ის მოქმედი ჩემპიონი და ფინალების MVP-ი ნიკოლა იოკიჩი. პეშიჩის თქმით, იოკიჩი ახლა არც ფიზიკურად და არც მენტალურად მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ მზად არ არის.

ნაკრებთან ერთად მსოფლიოზე არც ვასილიე მიციჩი და ნიკოლა კალინიჩი იქნებიან.

სერბეთის გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • ალექსა ავრამოვიჩი (პარტიზანი)
  • დუშან ბესლაჩი (ვოივოდინა)
  • ბოგდან ბოგდანოვიჩი (ატლანტა)
  • დეიან დავიდოვაცი (ცრვენა ზვეზდა)
  • ოგნენ დობრიჩი (ვირტუსი)
  • მარკო გუდურიჩი (ფენერბახჩე)
  • ნიკოლა იოვიჩი (მაიამი)
  • სტეფან იოვიჩი (სარაგოსა)
  • ვანია მარინკოვიჩი (ბასკონია)
  • ნიკოლა მილუტინოვი (ოლიმპიაკოსი)
  • ნემანია ნედოვიჩი (ცრვენა ზვეზდა)
  • ფილიპ პეტრუშევი (ფილადელფია)
  • ალექსეი პოკუშევსკი (ოკლაჰომა)
  • ალექსა რადანოვი
  • დუშან რისტიჩი (ტენერიფე)
  • ალენ სმაილაგიჩი (პარტიზანი)
  • ბორიშა სიმანიჩი (ცრვენა ზვეზდა)
  • ნიკოლა ტოპიჩი (ცრვენა ზვეზდა)
  • უროშ ტრიფუნოვიჩი (პარტიზანი)

სერბეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში ჩინეთის, პუერტო რიკოსა და სამხრეთ სუდანის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

პეშიჩის გუნდი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, ჩინეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები