Belive

NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი 3 მწვრთნელი ჯერჯერობით პლეი-ოფში გასვლას ვერ ახერხებს

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამი მწვრთნელი ჯერჯერობით პლეი-ოფში გასვლას ვერ ახერხებს.

  • პირველ ადგილს "სან ანტონიო სპურსის" ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი იკავებს, მას წელიწადში 16 მილიონი დოლარი აქვს. ტეხასურ გუნდს კი, რომელშიც ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილიც ირიცხება კარგი სეზონი ნამდვილად არ აქვს, დასავლეთ კონფერენციაში 4 მოგებით და 21 წაგებით ბოლო ადგილს იკავებს.

  • მეორე ადგილზე მონტი უილიამსი "დეტროიტ პისტონსის" მთავარი მწვრთნელია, რომლის წლიური ანაზღაურება 13 მილიონ დოლარს შეადგენს. მიჩიგანის გუნდს მთლიანად NBA-ში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს 2 მოგება და 24 წაგება, აღნიშნული შედეგით "პისტონსი" ბოლო ადგილზეა.

  • მესამე ადგილზე ლეგენდარული სტივ კერია "გოლდენ სტეიტ უორიორსის" მთავარი მწვრთნელი, მას ანაზღაურება წელიწადში 9.5 მილიონი დოლარი აქვს, კალიფორნიული გუნდის შედეგი 12 მოგება და 14 წაგებაა, რომელიც წინა ორთან შედარებით უკეთესია, მაგრამ მაინც პლეი-ოფს მიღმაა და დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები