Belive

ლეგენდარულმა გრეგ პოპოვიჩმა სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ლეგენდარული მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი "სან ანტონიო სპურსს" ტოვებს, ინფორმაციას ტეხასური გუნდი აქვეყნებს. 76 წლის სპეციალისტი გუნდში დარჩება და საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტად იმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთი კვლავინდებურად ისევ ისე მიყვარს დროა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტი დავტოვო. მე სამუდამოდ მადლიერი ვარ და ვიქნები იმ მოთამაშეების, მწვრთნელების, პერსონალისა და გულშემატკივრების მიმართ, რომლებმაც საშუალება მომცეს მათთვის მემუშავა როგორც "სპურსის" მთავარი მწვრთნელი. ასევე მოხარული ვარ, იმის გამო, რომ შესაძლებლობა მომეცა მხარი დავუჭირო ორგანიზაციას, საზოგადოებასა და ქალაქს, რომლებიც ჩემთვის ასე მნიშვნელოვანია. - გრეგ პოპოვიჩი

გრეგ პოპოვიჩი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფიგურაა, რომლის სახელსაც საოცარი რეკორდი უკავშირდება, მას რეგულარულ სეზონში რეკორდული რაოდენობის, 1422 გამარჯვება დაუგროვდა, გრეგის თავკაცობით "სან ანტონიომ" 5-ჯერ იზეიმა NBA-ს ჩემპიონობა.

მან "სპურსში" მუშაობა 1988 წელს, მწვრთნელის დამხმარედ დაიწყო, მას შემდეგ "გოლდენ სტეიტ უორიორსში" ასევე ასისტენტად იმუშავა, ხოლო როგორც მთავარი მწვრთნელი გრეგმა მთელი თავისი კარიერა 1996 წლიდან "სან ანტონიო სპურსში" გაატარა.

გრეგ პოპოვიჩმა აშშ-ს ნაკრებს 2020 წლის ოლიმპიადზე ოქროს მედალი მოაგებინა.

სხვა სტატიები