Belive

NBA DRAFT 2025 | დალასმა პოტენციური სუპერვარსკვლავი დაიმატა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ბრუკლინში, Barclays Center-მა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025 წლის დრაფტს უმასპინძლა. მიმომხილველებისა და საკალათბურთო რეპორტიორების პროგნოზი გამართლდა და დალას მავერიქსმა პირველ ნომრად კუპერ ფლეგი აირჩია, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

2.06 სმ სიმაღლის კუპერ ფლეგი დიუკში ფენომენალურად ასპარეზობდა, უამრავი ჯილდო დააგროვა და ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ვარსკვლავად შეირაცხა. დიუკში ფლეგის მონაგარი საშუალოდ 19.4 ქულას, 7.5 მოხსნასა და 4.2 შედეგიან გადაცემას შეადგენდა.

დრაფტზე სასურველი ვარსკვლავის დამატების შემდეგ, დალასის გენერალურმა მენეჯერმა, ნიკო ჰარისონმა აღფრთოვანება ვერ დამალა და კუპერ ფლეგი "თაობის ტალანტად" მოიხსენია.

რაც შეეხება ქართველი ლეგიონერების, სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის ფრენჩაიზებს - სპურსმა დილან ჰარპერი და კარტერ ბრაიანტი, ხოლო ორლანდომ ჯეის რიჩარდსონი დაიმატა.

სხვა სტატიები