Belive

ვემბანიამამ ლეიკერსს 8 წუთში 25 ქულა ჩაუგდო

14 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ვიქტორ ვემბანიამამ კიდევ ერთი საოცარი თამაში შემოგვთავაზა. ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და სან ანტონიო სპურსის დაპირისპირებაში, რომელიც სტუმართა გამარჯვებით (108:136) დასრულდა, ფრანგმა გიგანტმა 40 ქულა მიითვალა და ეს მხოლოდ 26 წუთში. რაც კიდევ უფრო საოცარია ისაა, რომ "ვემბიმ" პირველ 8 წუთში 25 ქულა ჩააგდო, პირველ ტაიმში კი უკვე 37 ქულა ჰქონდა - 1997/98 წლების სეზონიდან დღემდე, სპურსის არცერთ მოთამაშეს, პირველ ტაიმში, ამდენი ქულა არ ჰქონია.

ლეიკერსს, ტრავმების გამო, ლიდერები აკლდა, თუმცა ეს ვემბანიამას საოცარ თამაშს არ აკნინებს. სპურსმა რეგულარულში 37-ე თამაში მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში, ოკლაჰომას შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს - ლეიკერსი ცხრილში მეხუთეა.

იმის გამო, რომ შეხვედრის ბედი მალევე გადაწყდა, სპურსის სამწვრთნელო შტაბმა ვემბანიამას დასვენება გადაწყვიტა - ფრანგმა კალათბურთელმა, მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თამაში სურდა, რადგან გრძნობდა, პირად სარეკორდო ქულაზე ასვლაც შეეძლო, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებაც გამართლებულად მიიჩნია.

სხვა სტატიები