Belive

ბარსელონა პარიზთან დამარცხდა | თორნიკე შენგელიამ 21 წუთი ითამაშა

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში ბარსელონა პარიზთან 74:85 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 20:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა (4-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა ნადირ ჰიფიმ ჩააგდო. 18 ქულა ჩააგდო ჯასტინ რობინსონმა.

ბარსელონა ევროლიგის ცხრილში 17 მოგებით და 11 მარცხით მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 15 თებერვალს ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, მანრესას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები