"ნაკლებად სავარაუდოა, რომ გოგა ბითაძე მომავალი სეზონიდან ორლანდოში ვიხილოთ" - Orlandomagicdaily
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძე მომავალი სეზონიდან შესაძლოა სხვა გუნდში ვიხილოთ, ამის შესახებ ინფორმაციას Orlandomagicdaily აქვეყნებს, მათ 4 მოთამაშე დაასახელეს, რომლებიც მომავალ სეზონიდან "ორლანდო მეჯიქის" შემადგენლობაში წესით აღარ იასპარეზებენ. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გოგა ბითაძეა, ქართველ კალათბურთელზე ამერიკული მედია სტატიას აქვეყნებს თუ რატომ აღარ დარჩება ის გუნდში
რეგულარული სეზონის დასაწყისში, როდესაც ვენდელ კარტერ უმცროსი დაშავდა, გოგა ბითაძემ აჩვენა, რომ მას გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანა შეეძლო, 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამწამიან ზონაში ეფექტური იყო, ასევე მოხსნებშიც კარგად ირჯებოდა და დაცვითი კომპონენტიც საკმაოდ მაღალ დონეზე ჰქონდა.
და მაინც, როდესაც კარტერი დაბრუნდა, ბითაძე სათადარიგოთა სკამს "მიეჯაჭვა" და პარკეტზე იშვიათად გამოდიოდა. ამრიგად, მის თავისუფალ აგენტობაში დაბრუნებას დიდი აზრი არ აქვს. "ორლანდოს" უკვე ჰყავს ცენტრის პოზიციაზე ოთხი დიდი კალათბურთელი - პაოლო ბანკერო, ვენდელ კარტერ უმცროსი, ჯონათან აიზეკი (თუ დააბრუნებენ მას) და მო ვაგნერი.
ნაკლებად სავარაუდოა ზუსტად ამ მიზეზის გამო, რომ ბითაძეს "მეჯიქის" შემადგენლობაში დაბრუნება მოუნდეს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა 24 წლის და მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება უკეთესი, თუ იპოვის გუნდს, რომელსაც რეალურად აქვს მისთვის ხელმისაწვდომი სათამაშო წუთები. უამრავ გუნდს სურს ჰყავდეს ახალგაზრდა გოგა ბითაძის სიმაღლის კალათბურთელი, რომელსაც ბევრი სასარგებლო რამის გაკეთება შეუძლია. თუ ბითაძეს გაუმართლა, ზაფხულში ერთ-ერთი ასეთი გუნდის პოვნა შეუძლია. თუმცა ეს არ არის "ორლანდო". - Orlandomagicdaily
Orlandomagicdaily-მ 4 მოთამაშე დაასახელა, ვინც დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან გუნდს დატოვებს, ესენი არიან: ჯო ინგლსი, მარკელ ფულცი, გოგა ბითაძე და ჩუმა ოკეკე.
ქართველი კალათბურთელის მონაგარი საშუალოდ თამაშში "ორლანდო მეჯიქის" შემადგენლობაში 2023/24 წლების სეზონში ასეთი იყო: 62 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15:40 წუთს თამაშობდა საშუალოდ, 5.0 ქულა, 4.6 მოხსნა, 1.3 ასისტი, 0.5 ჩაჭრა და 1.2 ბლოკი.