ორლანდომ დეტროიტი დაამარცხა | გოგას შედეგიანი მატჩი ჰქონდა
3 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "დეტროიტ პისტონსი" 111:100 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ შეხვედრაში 17:39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 3 დაფარება, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო, ჯეიდენ ივეის ჰქონდა 19 ქულა.
"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა (11 მოგება, 7 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 26 ნოემბერს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.