MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება - ქომაგთა გამოკითხვაში გიორგი შერმადინმა პირველი ადგილი დაკავა
25 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის სეზონის MVP-ის გამოსავლენად გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელშიც პირველი ადგილი ,,ტენერიფეს'' ცენტრმა, გიორგი შერმადინმა დაიკავა.
ქართველმა კალათბურთელმა გამოკითხულთა ხმების 29,2 %-ი მიიღო, რითაც ჯანან მუსასა (რეალი, 19,1%) და ეთან ჰაპს (რიო ბრეოგანი, 9%) აჯობა.
ახლა საუკეთესოები მწვრთნელებმა, მოთამაშეებმა და ჟურნალისტებმა უნდა დაასახელონ, რის შემდეგაც სეზონის MVP-ი გამოვლინდება.
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის MVP-ად 2020-2021 წლებში დაასახელეს. აღნიშნული ტიტული ორჯერ მოპოვებული მხოლოდ არვიდას საბონისს, ფელიპე რეიესს, ნიკოლა მიროტიჩს, ტანოკა ბერდს, ლუის სკოლას, ფელიპე რეისსა და დერილ მიდლტონს (3-ჯერ) აქვთ.
¡Con vuestros votos este es el 𝗧𝗢𝗣𝟯 del #MVPMovistar 2022-23!
— Liga Endesa (@ACBCOM) May 15, 2023
🥇 @gioshermadini
🥈 @DzMusa
🥉 @EthanHapp22
¡Pronto conoceremos quién se hará finalmente con el galardón! 🏆
⚠️ Este resultado es de la votación popular, un 25% del resultado total.#LigaEndesa | @movistar_es pic.twitter.com/rsHBYunOys