შერმადინის 11 ქულა - ტენერიფემ შოლეს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 ტურში ,,ტენერიფემ'' ,,შოლეს'' სტუმრად 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშთ 91:85 მოუგო.
ესპანური გუნდის ძირითად ხუთეულში ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 18 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ მარსელინიო უერტასსა და ბრუნო ფიტიპალდოს ჩამორჩა.
ამ მოგებით ,,ტენერიფემ'' C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/16-ფინალში გავიდა.