Belive

გიორგი შერმადინს ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით მისთვის სეზონი დასრულდა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB) 32-ე ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" "ბრეოგანს" დაუპირისპირდა და ტენერიფელები დიდი ანგარიშით 76:54 დამარცხდნენ.

ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეიცვალა, მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ გიორგის მდგომარეობაზე ისაუბრა:

მატჩის მიმდინარეობისას ბევრმა გარემოებამ შეგვიშალა ხელი, ამას დაემატა გიორგი შერმადინის ტრავმაც, ის დაზიანების შემდეგ მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს და როგორც მაცნობეს ნეკნი აქვს გაბზარული. ამ ტრავმამ შეიძლება პლეი ოფზეც იქონიოს გავლენა, რადგან ის ჩვენთვის გადამწყვეტი მოთამაშეა. ზოგიერთმა კალათბურთელმა თავის თავზე ბევრი უნდა აიღოს და თავდაჯერება შესძინოს გუნდს, რადგან პირველ მეოთხედში გიორგიც დავკარგეთ. - ჩუს ვიდორეტა

გიორგი შერმადინმა "ბრეოგანის" წინააღმდეგ 5:22 წუთი ითამაშა, ამ დროში კი ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა.

"ლენოფო ტენერიფეს" ლიგა ენდესაში 2 შეხვედრა აქვს დარჩენილი, ხოლო შემდეგ პლეი ოფის მატჩებია, სადაც გიორგი შერმადინის თამაში თითქმის გამორიცხულია.

სხვა სტატიები