Belive

მოხსნებით ორივე გუნდში საუკეთესო იყო | ბითაძის ორლანდომ ლეიკერსს სტუმრად მოუგო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი'' სტუმრად 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 119:118 დაამარცხა.

მატჩის დასრულებამდე 19 წამი იყო დარჩენილი, როცა ,,ლეიკერსი'' 2 ქულით იგებდა, ენტონი დევისმა კი ორი საჯარიმო ვერ გამოიყენა, რითაც ,,მეჯიქმა'' ისარგებლა და 3 წამით ადრე, ფრანც ვაგნერის ჩაგდებული 3-ქულიანით, შეხვედრის მოგება შეძლო.

მატჩში 30 წუთამდე ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 7 ქულა, 15 მოხსნა (ყველაზე მეტი ორივე გუნდის შემადგენლობაში), 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

,,მეჯიქს'' 37 ქულით, 11 პასით, 6 მოხსნითა და 4 ჩაჭრით ფრანც ვაგნერმა ულიდერა.

,,ლეიკერსის'' რიგებში 39 ქულით, 9 მოხსნით, 3 დაფარებითა და 2 ასისტით ენტონი დევისი გამოირჩა. 31 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი და 1 დაფარება იყო ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე.

,,ორლანდო'' 10 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 24 ნოემბერს, ,,დეტროიტ პისტონსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები