Belive

ორლანდო მეჯიქმა ნიუ იორკი დაამარცხა | ბითაძეს 6 ქულა ჰქონდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის კიდევ ერთ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსს" ეთამაშა და მეტოქე 9-ქულიანი სხვაობით, 94:103 დაამარცხა.

ორლანდოს ძირითად ხუთეულში დაიწყო გოგა ბითაძემ, რომელმაც პარკეტზე 22 წუთი გაატარა. ქართველმა გუნდს 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მოუტანა. გოგამ მხოლოდ 5-ჯერ სცადა საშუალო დისტანციიდან ქულების აღება და 3-ჯერ ეს გამოუვიდა.

მეჯიქის რიგებში ყველაზე მეტი, 24 ქულა კოულ ენტონიმ ჩააგდო, 19 ქულა ჰქონდა ვენდელ კარტერს, ხოლო 15 ქულით კალდველ-პოუპი გამოირჩა. 22 გამარჯვებითა და 16 მარცხით ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე საუკეთესო გუნდია.

სხვა სტატიები