Belive

ორლანდომ ფილადელფია დაამარცხა | გოგამ მიღებული წუთები კარგად გამოიყენა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ფილადელფია სიქსერსი" 104:99 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მატჩში 12:03 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი 29 ქულით ტაირის მაქსი იყო, 27 ქულა ჰქონდა კოულ ენტონის, ხოლო 25 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი პოლ ჯორჯმა შეასრულა.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 მოგებით და 18 მარცხით მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 16 იანვარს "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები