Belive

მოგება ჯგუფის ლიდერთან - საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის B ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში ბოსნია და ჰერცეგოვინა 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:75 დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა, გიორგი ოჩხიკიძემ, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 3 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანისა და 3-დან 2 საჯარიმოს ჩაგდება შეძლო. 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე. ბოსნიელებს 21 ქულით, 6 ასისტით, 3 მოხსნითა და 2 ჩაჭრით აფან ტრნკამ ულიდერა. ეს მიმდინარე ტურნირზე ბოსნიის პირველი მარცხი იყო, აქამდე ბალკანელებს 3-დან 3 მატჩი ჰქონდათ მოგებული. რაც შეეხება საქართველოს, დავით როგავას გუნდმა ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში იმარჯვა (საქართველო გასულ ტურში ბულგარეთთან 4 ქულით დამარცხდა) და ჯგუფის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მომავალ მატჩს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ხვალ, 14:30 საათზეა, ჩანიშნული.

სხვა სტატიები