U18 საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
- საქართველოს საკალათბურთო U18 ნაკრებმა კოსოვო გაანადგურა
- საქართველო 71:51 ნორვეგია – U18 კალათბურთელთა ნაკრების მორიგი სოლიდური გამარჯვება
- მოგება ჯგუფის ლიდერთან – საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
B დივიზიონის B ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესოდ კვლავ გიორგი ოჩხიკიძე მოგვევლინა. პარკეტზე გატარებულ 34:40 წუთში, მის ანგარიშზე 16 ქულაა. აღსანიშნავია, რომ ოჩხიკიძემ ნორვეგიისა (22 ქულა) და ბოსნიის (27 ქულა) წინააღმდეგაც განსაკუთრებული მატჩები ჩაატარა და საქართველოს გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. დავით როგავას გაწვრთნილმა საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ქვეჯგუფში ასპარეზობა 3 გამარჯვებითა და 2 მარცხით დაასრულა.