Belive

მოგება -21-დან | ლეიკერსმა კლიპერსი დრამატულ მატჩში დაამარცხა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს NBA-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა - ,,ლეიკერსმა'' ,,კლიპერსს'' 21-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად (მეოთხე მეოთხედის სტარტზე ლეიკერსი 77:98 აგებდა), 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116:112 მოუგო.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც 34 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. ლებრონმა მეოთხე მეოთხედში მეტოქეს 19 ქულა ჩაუგდო. ორმაგი დუბლი გაიფორმა ენტონი დევისმა - 20 ქულა, 12 მოხსნა, 3 დაფარება, 2 პასი, 2 ჩაჭრა.

,,კლიპერსს'' 26 ქულით, 7 მოხსნით, 6 ასისტითა და 1 ჩაჭრით კავაი ლეონარდმა ულიდერა.

,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი'' 32 მოგებითა და 28 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-9 პოზიციაზეა, ,,კლიპერსი'' კი 37 მოგებითა და 20 წაგებით კონფერენციაში მეოთხეა.

სხვა სტატიები