ოკლაჰომა მომდევნო ეტაპზეა, დენვერმა Game Winner ჩააგდო | ყველა მატჩის შედეგი
NBA-ში მორიგი პლეი-ოფის მატჩები გაიმართა და ერთი გუნდი უკვე მომდევნო ეტაპზეც კი გავიდა. "ოკლაჰომა სითი თანდერმა" "მემფის გრიზლისი" 115:117 დაამარცხა და სერიაში მეტოქე 4:0 დაამარცხა, ის პირველი გუნდია, რომელიც შემდეგ ეტაპზეა.
მატჩში ყველაზე მეტი 38 ქულა შაი გილჯეს-ალექსანდერმა ჩააგდო, 30 ქულა ჰქონდა სკოტი პიპენ ჯუნიორს, 23-23 ქულა კი სამმა კალათბურთელმა სანტი ალდამამ, დესმონდ ბეინმა და ჯეილენ ვილიამსმა ჩააგდეს.
"ოკლაჰომა" მომდევნო ეტაპზე "დენვერ ნაგეთსისა" და "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება.
მეორე შეხვედრაში "კლივლენდ კავალიერსმა" "მაიამი ჰიტი" 87:124 დაამარცხა და სერიაში 3:0-ს ლიდერობს.
მატჩში ყველაზე მეტი 22-22 ქულა ბემ ადებაიოს და ჯარეტ ალენს ჰქონდათ.
მომდევნო შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება.
დღის მე-3 შეხვედრაში "ლოს ანჯელეს კლიპერსი" "დენვერ ნაგეთსთან" 99:101 დამარცხდა. შეხვედრის ბოლო წამზე აარონ გორდონის გამარჯვების მომტანი ქულა ვიხილეთ და სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.
ყველაზე მეტი ქულა ორმაგ დუბლთან ერთად ნიკოლა იოკიჩმა ჩააგდო - 36 ქულა, 21 მოხსნა, 24 ქულა ჰქონდა კავაი ლეონარდს, 22 კი ნორმან პაუელს
სერიის მომდევნო შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება.
დღის ბოლო შეხვედრაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ჰიუსტონ როკეტსი" 104:93 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა - 2:1.
ყველაზე მეტი 36 ქულა სტეფ კარიმ მიითვალა, 17-17 ქულა ბადი ჰილდს და ფრედ ვანვლიტს ჰქონდათ.
გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება.