მამუკელაშვილი ლეიკერსს კლიპერსთან გამარჯვებაში დაეხმარა
4 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარულ სეზონში მეორე მატჩი ჩაატარა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, ამჯერად თანაქალაქელის, კლიპერსის წინააღმდეგ - სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა 125;117 გაიმარჯვა და 2-დან ორი მოგება აქვს.
სანდრო ძირითად ხუთეულში არ ყოფილა - მან პარკეტზე 24 წუთამდე გაატარა და გუნდს 7 ქულა, 5 მოხნსა და 2 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. მამუკელაშვილმა სულ 4 ჯერ შეუტია მეტოქის ფარს - ჩააგდო 2 ორქულიანი და 1 სამქულიანი.
ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ოსტინ რივსი იყო, რომელმაც ლეიკერსს 28 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა მოუტანა, ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე კი 23 ქულაა.
ლეიკერსი მომდევნო შეხვედრას სტუმრად, იუტა ჯაზის წინააღმდეგ ჩაატარებს.