მინესოტამ გოლდენ სტეიტთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის დასავლეთ კონფერენეციის ნახევარფინალური სერიის მე-2 შეხვედრაში ,,მინესოტა ტიმბერვულვზმა'' სტეფ კარის გარეშე მოთამაშე ,,გოლდენ სტეიტ უორიორსს'' უმასპინძლა და 24-ქულიანი სხვაობით, 117:93 დაამარცხა. შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1.
,,მინესოტას'' რიგებში 24 ქულით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 7 მოხსნით ჯულიუს რენდლი გამოირჩა.
,,უორიორსს'' 18 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით ჯონათან კუმინგამ ულიდერა. 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო ჯიმი ბატლერის ანგარიშზე.
,,გოლდენ სტეიტსა'' და ,,მინესოტას'' შორის მომავალი მატჩი კვირას, 11 მაისს, კალიფორნიაში გაიმართება.