Belive

გოლდენ სტეიტ უორიორსში მთავარი მწვრთნელის სტივ კერის ასისტენტად, თავისი შვილი ნიკ კერი დაინიშნა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გოლდენ სტეიტ უორიორსში მთავარი მწვრთნელის სტივ კერის ასისტენტად, თავისი შვილი ნიკ კერი დაინიშნა, ეს ინფორმაცია NBA-ს გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. 32 წლის ნიკი ბოლო 2 სეზონის განმავლობაში კალიფორნიის G ლიგის გუნდში, სანტა კრუზ უორიორსის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ახლა კი თავისი მამის დამხმარედ დაინიშნა.

მამა-შვილის სამწვრთნელო დუეტების მაგალითებია: ბერნი და ჯონ-ბლეირ ბიკერსტაფები, დოკ და სპენსერ რივერსი, რიკ და დევიდ ადელმანი და პოლ და სტივენ საილასები.

NBA-ს პრე-სეზონი 2 ოქტომბერს აიღებს სტარტს, გოლდენ სტეიტ უორიორსი კი თავის პირველ შეხვედრას 6 ოქტომბერს, ლოს ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები