მინესოტამ დენვერს სერიის პირველი თამაში მოუგო
NBA-ის პლეი ოფის მეორე რაუნდში, "მინესოტა ტიმბერვულვზმა" "დენვერ ნაგეტს" პირველი თამაში, ანგარიშით 99:106 მოუგო. მოქმედი ჩემპიონი საკუთარ კედლებში თამაშობდა, მინესოტა კი ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობაა, რაც სერიის პირველ შეხვედრაშიც დამტკიცდა.
დიდებული თამაში ჩაატარა და მატჩში ყველაზე მეტიქულა აიღო მინესოტას ახალგარზდა ვვარსკვლავმმა, ენტონი ედვარდსმა. ამერიკელმა 43 ქულა ჩააგდო, 7-ჯერ მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. რუდი გობერსა და კარლ-ენტონი თაუნსს როლები გადანაწილებული ჰქონდათ. ფრანგი ცენტრი ძირითადად მოხსნებს აგროვებდა საკუთარი გუნდისთვის, დომინიკელმა კი 20 ქულის აღება მოახერხა.
დენვერის მხრიდან გამორჩეული, რა თქმა უნდა, ნიკოლა იოკიჩი იყო - 32 ქულა, 8 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა. პორტერსა და ჯამალ მარის კი შესაბამისად 20 და 17 ქულა ჰქონდათ.
სერიის მეორე შეხვედრა ისევ "ბოლ არენაზე", დენვერში, 7 მაისს გაიმართება.