ლებრონის 21-ე | All-Star-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია
დღეს All-Star 2025-ის სასტარტო ხუთეულები დაკომპლექტდა. ყველა ვარსკვლავის მატჩი, რომელიც რიგით 74-ეა, ახალი ფორმატით ჩატარდება - ორი გუნდისა და ერთმატჩიანი დაპირისპირების ნაცვლად, 4-გუნდიანი მინი ტურნირი გაიმართება, სადაც ნახევარფინალები და ფინალი ჩატარდება. 3 თამაშიდან გამარჯვებულები ის გუნდები იქნებიან, რომლებიც 40 ქულას პირველი მოაგროვებენ.
გამოკითხვაში მონაწილეობას გულშემატკივრები, მედიის წარმომადგენლები და NBA-ის მოთამაშეები იღებდნენ.
All-Star-ის მატჩში 21-ედ იასპარეზებს ლებრონ ჯეიმსი, რითაც თავისსავე რეკორდს გააუმჯობესებს.
აღმოსავლეთის გუნდში ყველაზე გამოცდილი იანის ანტეტოკუნმპო იქნება, რომელიც წელს მისთვის მე-9 All-Star-ში ითამაშებს.
დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული:
სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი)
შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა)
კევინ დურანტი (ფინიქსი)
ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)
ნიკოლა იოკიჩი (დენვერი
აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული
ჯეილენ ბრანსონი (ნიუ იორკი)
დონოვან მიტჩელი (კლივლენდი)
იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი)
ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი)
კარლ-ენტონი თაუნსი (ნიუ იორკი)
NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი 16 თებერვალს, სან ფრანცისკოში, Chase Center-ში, გაიმართება. სათადარიგოთა მოთამაშეებს გუნდების მთავარი მწვრთნელები მომავალ ხუთშაბათს დაასახელებენ.