მინესოტამ დენვერი გაანადგურა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრაში ,,მინესოტა ტიმბერვულვზმა'' ,,დენვერ ნაგეთსს'' უმასპინძლა და 45-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:70 დაამარცხა. შედეგად, კრის ფინჩის გუნდმა სერიაში გაათანაბრა - 3:3.
,,მინესოტას'' რიგებში საუკეთესო ტრადიციულად ენტონი ედვარდსი იყო, რომელმაც 27 ქულას, 4 მოხსნას, 4 ასისტსა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი. 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა ჯეიდენ მაკდენიელსმა.
,,დენვერს'' 22 ქულით, 9 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა.
გუნდებს შორის გადამწყვეტი, მე-7 მატჩი, კვირას ღამით, 00:00 საათზე, დენვერში გაიმართება.