Belive

ოკლაჰომამ დენვერი გაანადგურა და კონფერენციის ფინალში გავიდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს კონფერენციის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. დასავლეთის პლეი-ოფის 1/2-ფინალური ეტაპის მე-7 შეხვედრაში ოკლაჰომა სითი თანდერმა დენვერ ნაგეთსი დიდი სხვაობით 125:93 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე მინესოტა ტიმბერვულვზს შეხვდება.

ოკლაჰომამ მეტოქეს პირველი მეოთხედის შემდეგ მოგების შანსიც კი არ დაუტოვა. პირველ პერიოდში დენვერმა 21:26 მოიგო, შემდეგ კი შეხვედრას თანდერი აკონტროლებდა, დანარჩენ სამმეოთხედში ოკლაჰომელებმა 39:20, 37:26 და 28:21 გაიმარჯვეს.

მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა შაი გილჯეს-ალექსანდერმა ჩააგდო, 24 ქულა ჰქონდა ჯეილენ უილიამსს, 20 ქულა ნიკოლა იოკიჩმა მიითვალა.

ოკლაჰომა კონფერენციის ფინალში მინესოტა ტიმბერვულვზს შეხვდება, პირველი მატჩი 21 მაისს გაიმართება.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ ეტაპს რაც შეეხება, იქ ერთმანეთს ნიუ იორკ ნიქსი და ინდიანა პეისერსი დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები