მინესოტა კონფერენციის ფინალშია, ბოსტონმა სერიაში სხვაობა შეამცირა
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპის მე-5 შეხვედრაში ,,მინესოტა ტიმბერვულვზმა” ,,გოლდენ სტეიტ უორიორსს” შინ 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:110 მოუგო და სერია 4:1 დახურა.
,,მინესოტას” 29 ქულით, 8 მოხსნითა და 5 ასისტით ჯულიუს რენდლმა ულიდერა, ,,უორიორსის” რიგებში კი 28 ქულით, 6 მოხსნით, 4 პასითა და 2 ჩაჭრით ბრენდინ პოჯემსკი გამოირჩა.
,,ტიმბერვულვზის” მეტოქე ფინალში ,,ოკლაჰომასა” და ,,დენვერს” შორის ირკვევა, სადაც სერიაში ანგარიში ,,თანდერის” სასარგებლოდ 3:2-ია.
,,ბოსტონისა” და ,,ნიუ იორკის” მე-5 დაპირისპირებაში ,,სელტიქსმა” 25 ქულით იმარჯვა (127:102) და სერიაში სხვაობა შეამცირა - 2:3.
,,ბოსტონის'' შემადგენლობაში 34 ქულით, 3 მოხსნით, 3 დაფარებითა და 2 ასისტით დერიკ უაითი გამოირჩა. ,,ნიქსს'' 24 ქულით, 7 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით ჯოშ ჰარტმა ულიდერა.
,,ბოსტონსა” და ,,ნიუ იორკს'' შორის სერიის მე-6 მატჩი შაბათს, 17 მაისს, ნიუ იორკში გაიმართება.