Belive

მილუოკიმ ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო - მამუკელაშვილმა ისევ ითამაშა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსმა'' ,,მილუოკი ბაქსს'' უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 106:119 დამარცხდა. შედეგად, მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდის მოგებათა სერია 10 მატჩამდე გაიზარდა.

ზედიზედ მესამედ ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელსაც დღეს 10 წუთი დაუთმეს. ქართველმა ფორვარდმა 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ ორქულიანი სამჯერ, სამქულიანი კი ერთხელ ისროლა. ,,ბაქსის'' შემადგენლობაში'' ტრადიციულად იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა, რომელმაც 35 ქულას, 8 მოხსნას, 6 პასსა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი.

,,ლოს ანჯელეს კლიპერსს'' 19 ქულით, 11 მოხსნით, 6 ასისტითა და 1 ჩაჭრით პოლ ჯორჯმა ულიდერა.

,,მილუოკი'' 39 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ მატჩს ოთხშაბათს, 15 თებერვალს, ,,ბოსტონ სელტიქსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები