ბითაძის შედეგიანი მატჩი - ორლანდო ბრძოლაში დამარცხდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ორლანდოსა" და "ატლანტას" დაპირისპირება შედგა.
ნეიტრალურ ლოკაციაზე, მეხიკოში გამართული სანახაობრივი და უხვქულიანი მატჩი, "ორლანდოს" მარცხით, 119:120 დასრულდა.
"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძემ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. პარკეტზე გატარებულ 21:29 წუთში, ქართველმა ცენტრმა 12 ქულის, 5 მოხსნისა და 2 ბლოკის დაგროვება შეძლო. "ატლანტას" ტრეი იანგმა ულიდერა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელი აღმოჩნდა - იანგის ანგარიშზე 41 ქულა, 5 მოხსნა და 8 ასისტია.