Belive

მეფის დაბრუნება - ლებრონმა იუტა დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "იუტასა" და "ლეიკერსის" დაპირისპირება შედგა. სოლთ ლეიქ სიტიში, "Vivint Smart Home Arena"-ზე გამართული სანახაობრივი მატჩის ძირითადი დრო ფრედ (124:124) დასრულდა.

გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნული ოვერტაიმი "იუტას" მარცხით დასრულდა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 133:135 დაფიქსირდა.

ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. პარკეტზე დაბრუნებულმა მეფემ 38:28 წუთში 37 ქულის, 5 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ოვერტაიმში გადამწყვეტი შეტევა სწორედ ლებრონმა წამოიწყო და თავადვე დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ ლებრონს მატჩის ბედის გადაწყვეტა ძირითად დროშიც შეეძლო, თუმცა უკანასკნელ წამს სიზუსტემ უმტყუნა.

სხვა სტატიები