Belive

"მე უკეთესი ვარ" - ერგინ ატამანის პასუხი როდესაც ის კარლო ანჩელოტის შეადარეს

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თურქი "პანათინაიკოსის" მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი ბერძნულ გუნდთან ერთად ევროლიგის გამარჯვებული გახდა. 13 წლის შემდეგ "პანათინაიკოსმა" პირველად იზეიმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოგება, ატამანი კი გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც ჟელკო ობრადოვიჩის შემდეგ, ხუთ სხვადასხვა კლუბთან ერთად თასის მოგება მოახერხა.

თურქი მწვრთნელი იტალიურ შოუში სტუმრად მიიწვიეს, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის თორნიკე შენგელიას ტრანსფერზე.

ჟურნალისტი: "შენ ანჩელოტის ჰგავხარ, სადაც არ უნდა წახვიდე ჩემპიონი ხდები", ატამანმა წამყვანის სიტყვებს სიცილით უპასუხა:

მე უკეთესი ვარ - ერგინ ატამანი

"პანათინაიკოსი" თორნიკე შენგელიას ტრანსფერითაა დაინტერესებული, თურქ მწვრთნელს ამის შესახებაც დაუსვეს კითხვა:

ამჟამად, მე მხოლოდ საბერძნეთის ლიგის ფინალზე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, აგენტების მეშვეობით ბევრი მოთამაშის გუნდში გადაყვანას გვირჩევენ, მაგრამ ჯერ ლიგის დასრულებას ველოდებით. რა თქმა უნდა, შენგელია ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ არიან სხვა ძალიან კარგი მოთამაშეები იმ გუნდებს შორის, რომლებმაც პლეი ოფში ვერ გაიმარჯვეს. - ერგინ ატამანი

განიხილავს თუ არა "პანათინაიკოსში" კონრაქტის ამოწურვის შემდეგ "ვირტუსში" მუშაობას:

ბევრი მეგობარი მყავს ბოლონიაში, ისევე როგორც მთელ იტალიაში და ხშირად მივდივარ დასასვენებლად სარდინიაში. ვირტუსი წლების განმავლობაში ძალიან კარგი გუნდია. ჩვენს პროფესიაში არ იცი რა შეიძლება მოხდეს. კიდევ ერთი წლით მაქვს კონტრაქტი, მერე კი ვნახოთ. მაგრამ ახლა "პანათინაიკოსში" ძალიან ბედნიერი ვარ. ათენში ჩასვლის პირველივე დღიდან დიდი პატივისცემით მეპყრობოდნენ. - ერგინ ატამანი

სხვა სტატიები