ვირტუსმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა | თორნიკე შენგელიამ 16 წუთი ითამაშა
17 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონიამ" "ტორტონა" დიდი სხვაობით 98:66 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ 16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა (3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა კრისტიან ვიტალს ჰქონდა, 14 ქულა ჩააგდო ჯასტინ ჰოლიდეიმ.
"ვირტუს ბოლონია" სერია A-ს ცხრილში 28 ქულით მე-3 პოზიციაზეა (14 მოგება, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 12 თებერვალს, 23:45 საათზე იტალიის თასზე ჩაატარებს, სადაც "ოლიმპია მილანოს" დაუპირისპირდება.