Belive

"მე მას ვუთხარი, რომ ლიგის საუკეთესო კალათბურთელია" - ჯოელ ემბიდი ნიკოლა იოკიჩზე

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ფილადელფია სიქსერსმა" "დენვერ ნაგეთსი" 126:121 დაამარცხა. ორივე გუნდის საუკეთესო კალათბურთელს ჯოელ ემბიდს და ნიკოლა იოკიჩს დღესაც ძალიან შედეგიანი მატჩი ჰქონდათ, კამერუნელმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა 41 ქულით და 10 მოხსნით, მას ასევე 7 ასისტი ჰქონდა, სერბი კალათბურთელიც ორმაგი დუბლით გამოირჩა 25 ქულა და 19 მოხსნა.

მატჩის შემდგომმა ეპიზოდმა კამერების ყურადღება მიიპყრო, როდესაც ჯოელ ემბიდი ნიკოლა იოკიჩს ყურში რაღაცას ეუბნებოდა და როგორც შემდგომში მედიასთან საუბარში გაირკვა, კამერუნელმა სერბი კალათბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და უთხრა, რომ ის ლიგის საუკეთესო კალათბურთელია.

შეგახსენებთ, NBA-ს რეგულარული სეზონის MVP 2022/23 წლების სეზონში სწორედ ჯოელ ემბიდი გახდა, მეორე ადგილზე კი ნიკოლა იოკიჩი გავიდა, რომელსაც მანამდე ორჯერ ჰქონდა (2020/21, 2021/22) მოგებული რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელის წოდება.

მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები