ბარკლი აშშ-ს ნაკრებზე: ,,თუ წააგებენ, ქვეყანაში არ უნდა შემოვუშვათ''
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთლემა, ჩარლზ ბარკლიმ, პოლ ჯორჯის პოდკასტში, ოლიმპიადაზე აშშ-ს ნაკრების თამაში შეაფასა:
,,პირველ ყოვლისა, გაუმჯობესდა თუ არა ეროვნული ნაკრებების დონე? 100%-ით! თუმცა, სხვები აშშ-ზე უკეთესები მაინც არ არიან...
თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ ნიკოლა იოკიჩი, ლუკა დონჩიჩი და იანის ანტეტოკუნმპო. ისინი დიდებული მოთამაშეები არიან. ასევე, შესანიშნავია შეი გილჯეს-ალექსანდერიც. მაგრამ, ჩვენ ყოველ მატჩში 10 საუკეთესო კალათბურთელი გვყავს.
ამგვარად, დონე გაზრდილია, მაგრამ აშშ-ს ნაკრებში მაინც საუკეთესოები თამაშობენ. სკამზე ჯეისონ ტეიტუმი და ჯრუ ჰოლიდეი გვყავს, სხვა გუნდებს კი ამის ფუფუნება არ აქვთ.
თუ ამერიკა წააგებს, კალათბურთელები ქვეყანაში აღარ უნდა შემოვუშვათ (იცინის)... ისინი ვერ დაბრუნდებიან! იმ გუნდით წაგებას, რომელიც გვყავს, გამართლება არ ექნება.'' - ჩარლზ ბარკლი
აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. მოქმედი ჩემპიონები ხვალ ბრაზილიას შეხვდებიან. მატჩი 23:30 საათზეა ჩანიშნული.
მოგების შემთხვევაში, ამერიკელთა მომავალი მეტოქე სერბეთი ან ავსტრალია იქნება.