Belive

მძიმე ტრავმის შემდეგ, ტეიტუმმა თამაში განაახლა

22 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ბოსტონ სელტიკსმა თავის არენაზე, TD გარდენში, დალას მავერიქსს უმასპინძლა და მეტოქე 120:100 დაამარცხა.

შეხვედრა გამორჩეული იყო იმ ფაქტით, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა ჯეისონ ტეიტუმი, ამერიკელი სუპერვარსკვლავი ტრავმიდან 297 დღის შემდეგ დაბრუნდა და შესანიშნავი პერფორმანსიც შემოგვთავაზა.

სანამ სტატისტიკაზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში, მან ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო და როგორც შემდეგ გაირკვა აქილევსის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი, მალევე მან ოპერაცია გაიკეთა და დაახლოებით 10 თვის გასვლის შემდეგ მოედანსაც დაუბრუნდა.

რაც შეეხება სტატისტიკას, ტეიტუმმა 27:10 წუთი ითამაშა, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა, მას 15 ქულა, 12 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ჯეილენ ბრაუნმა დააგროვა, 20 ქულა ჩააგდო დერიკ უაითმა, დალასიდან 19 ქულით გამოირჩა კლეი ტომპსონი.

ბოსტონ სელტიკსი აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში 42 მოგებით და 21 მარცხით მე-2 პოზიციაზეა.