Belive

NBA პლეი-ოფი | ლეიკერსმა კვლავ მოიგო, ბოსტონი და სან ანტონიო დამარცხდნენ

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს NBA-ს პლეი-ოფის სამი მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში ბოსტონ სელტიკსი ფილადელფია სიქსერსთან 97:111 დამარცხდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1).

მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა ჯეილენ ბრაუნმა ჩააგდო, ფილადელფიელთა მხრიდან ორმაგი დუბლი გაიფორმა და შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა ვალდეს ეჯკომბ ჯუნიორს, მან 30 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

გუნდებს შორის მომდევნო დაპირისპირება 25 აპრილს გაიმართება.

მეორე მატჩში სან ანტონიო სპურსი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერთან 103:106 დამარცხდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1).

მატჩში ყველაზე მეტი 31 ქულა ჩააგდო სკოტ ჰენდერსონმა, სან ანტონიოს მხრიდან კი 18 ქულით გამოირჩა სტეფონ კასტლი. ვიქტორ ვემბანიამამ მე-2 მეოთხედში ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

გუნდებს შორის მომდევნო დაპირისპირება 25 აპრილს გაიმართება.

დღის ბოლო მე-3 მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ჰიუსტონ როკეტსი 101:94 დაამარცხა და ლოს ანჯელესური გუნდი სერიაში 2:0 დაწინაურდა.

შეხვედრაში 28 ქულით საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, 25 ქულა ჩააგდო მარკუს სმარტმა, ხოლო 23-23 ქულა მიითვალეს კევინ დურანტმა და ლუკ კენარდმა.

გუნდებს შორის მომდევნო დაპირისპირება 25 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები