Belive

მარცხი 14 ქულით - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს 1/4-ფინალიდან გამოეთიშა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ფინეთთან 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:93 დამარცდა და ტურნირს გამოეთიშა.

ჩვენს გუნდს 22 ქულით, 4 შედეგიანი გადაცემით, 4 მოხსნითა და 2 ჩაჭრით სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა. 18 ქულა, 5 პასი, 4 მოხსნა და 1 დაფარება იყო თორნიკე შენგელიას ანგარიშზე. 19 ქულასა და 5 მოხსნას მოუყარა თავი დუდა სანაძემ.

ფინეთის ნაკრებში 19 ქულით, 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით მიკაელ იანტუნენი გამოირჩა.

საქართველოსთვის ევრობასკეტ 2025 ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდში პირველად მოხვდა.

  • ფინეთი ასპარეზობას ნახევარფინალში გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქე გერმანიის ან სლოვენიის ნაკრები იქნება.

სხვა სტატიები