საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დანიასთან მატჩისთვის ცნობილია
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, დანიასთან მატჩისთვის 12-კაციანი განაცხადი დაასახელა:
შენგელია, რიდი, ანდრონიკაშვილი, ჯინჭარაძე, მერკვილაძე, სანაძე, ტურძილაძე, კორსანტია, ფევაძე, ისიანი, ოჩხიკიძე, ხატიაშვილი.
2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები დღეს, დანიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:30 საათზე დაიწყება.
თითოეული 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 ნაკრები გავა. ეს ნაკრებები 2026 წლის აგვისტოში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, 2027 წლის თებერვალში კი 12 მათგანი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს.
მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2027 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება, კატარი უმასპინძლებს.
წინა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა და 2 მოგებით ჯგუფიდან გასვლაც შეძლო.