Belive

მარკოიშვილის მონაკო საფრანგეთის ჩემპიონია

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საშა ობრადოვიჩისა და მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი საკალათბურთო კლუბი "მონაკო" საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ფინალურ სერიაში "მონაკოსა" და "ბულონის" დაპირისპირება შედგა, რომელიც "მონაკოს" სრული დომინირებით წარიმართა და (3:0) დასრულდა. ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მარკოიშვილის კლუბი საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ, "მონაკომ" პლეი-ოფში დაუამრცხებლად იასპარეზა და 1/4-ფინალურ, 1/2-ფინალურ და ფინალურ სტადიაზე ყველა მატჩი მოიგო.

სხვა სტატიები