Belive

"ევროლიგის რეგულარული სეზონი ცოტა უფრო სერიოზული სახისაა, ვიდრე NBA-ს" - მაიკ ჯეიმსი

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"მონაკოს" კალათბურთელი მაიკ ჯეიმსი, რომელიც 2023/24 წლების სეზონის MVP-ის ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ვეტერან კალათბურთელ კაილ ჰაინსთან გადაცემაში ევროლიგის და NBA-ს განსხვავებაზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ რეგულარული სეზონი ევროლიგის მასშტაბით ცოტა უფრო სერიოზულია ვიდრე ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში:

მე ვიტყოდი, რომ ევროლიგის რეგულარული სეზონი ცოტა უფრო სერიოზული სახისაა, ვიდრე NBA-ს. ხანდახან ამერიკის ლიგაში შთაბეჭდილება მრჩება, რომ თამაშებს უფრო ხანმოკლე პერიოდებით თამაშობენ. სუპერვარსკვლავები მთელი 3 მეოთხედის განმავლობაში აქტიურად არ არიან ჩართული მატჩში, ხოლო მე-4 მეოთხედში უცებ ჩნდებიან და შეხვედრაში მნიშვნელოვნად ერთვებიან. ევროლიგაში თამაშის ყოველი ორი წუთი მნიშვნელოვანია, ეს ფაქტია. მაქვს ნანახი, რომ გუნდები მეტოქეს 10 ქულით უსწრებდნენ და შემდეგ ორ წუთში 12-ით ჩამორჩნენ, თქვენ ვერ მიხვდებით თუ რა მოხდა. ყველა, თითოეული კალათბურთის გულშემატკივარი შემდეგ ფიქრობს, რომ რაღაც გიჟური მოხდა, მატჩის მიმდინარეობა რამდენჯერმე შეიცვალა, შემდეგ არასპორტული ჯარიმაც მიიღეს და თამაშში არეულობა იყო, ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს სერიოზული და ინტენსიურია.

მე ვფიქრობ, რომ ევროლიგა უფრო ნამდვილ და ძველი სკოლის ტიპის ყველაზე სუფთა კალათბურთელ ბიჭს ჰგავს. ჩემი აზრით მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ თქვენ დარბიხართ, ფარში ბურთის ეფექტურად ჩატენვით გამოირჩევით, ხალხს კი ეს მოსწონს, რადგან სანახაობრივად ასპარეზობთ. შეიძლება იყოს დაბალ შედეგიანი მატჩი, მაგალითად 62:56, მაგრამ იყოს თამაში, რომელიც მხოლოდ ეფექტურობაზე არ იქნება გათვლილი. რა თქმა უნდა იცი, რომ ყველაზე ლამაზი თამაში არ იყოს საყურებლად, მაგრამ შენ მაინც ეს გირჩევნია, რადგან არის ნამდვილი, სუფთა კალათბურთი. - მაიკ ჯეიმსი - კალათბურთელი

სხვა სტატიები